უცნობი ტროლების ნაცნობი როლები
პანკისის მოვლენების მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ადგილობრივ ქისტებსა და პანკისის ხეობაში მობილიზებულ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ეხებოდა. საკუთარ თავს ძალას ვატანდი, რომ როგორმე ერთმანეთისგან განმესხვავებინა ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ რიგი ძალების მხრიდან იმდენად აქტიური კამპანია წარმოებდა, რომ შეუძლებელი იყო, სრულად აღმექვა რეალური სურათი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე თვითონ აღმოვჩნდი ტროლების მიერ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიის მსხვერპლი, როცა მოვლენების მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება, ტორლების მიერ ხელოვნურად გავრცელებულ დეზინფორმაციას ეჯახებოდა. იმ დღეს რეალურად გავაცნობიერე ის, რაზეც მანამდე უბრალოდ მსმენოდა, მივხვდი, რომ შეიძლებოდა, უამრავი ადამიანი აღმოჩენილიყო ამ არაკეთილსინდისიერი კამპანიის მსხვერპლი.


პანკისში ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას სოციალურ ქსელში თავი იჩინეს როგორც ულტრანაციონალისტურად განწყობილმა ფეისბუქ მომხარებლებმა, აგრეთვე ყალბმა ანგარიშებმა, რომლებიც არსებული კრიზისული სიტუაციის რუსეთისთვის სასარგებლო ჭრილში წარმოჩენას ცდილობდნენ, ამიტომ, გადავწყვიტე, დავკვირვებოდი ულტრანაციონალისტ და პრორუს ტროლებს, თუ როგორ ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას, რა ხერხებს იყენებენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და ემოციებით მანიპულაციას.


პრორუსი ტროლები
პრორუსი ტროლებისათვის დამახასიათებელია რუსეთის დადებით კონტექსტში შეფასება, საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისა და დასავლეთის მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებით, მათი ნარატივის მთავარი მიზანი, საზოგადოებაში რუსეთისა და რუსული პოლიტიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება შექმნაა.
პრორუსულ პროპაგანდაში, რომელსაც ტროლები ახორციელებენ, დასავლეთის დემონიზება და ევროპული ფასეულობების დამახინჯებული სახით წარმოდგენა მოიაზრება-სწორედ ამ გზით ხდება რუსეთის, როგორც "მხსნელის" პოზიციონირება.


ულტრანაციონალისტი ტროლები
ის, რისი საშუალებითაც ულტრანაციონალისტი ტროლების ამოცნობაა შესაძლებელი, არის ქვეყანაში არსებული რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა და სიძულვილის ენის გამოყენება. ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მსვლელობისას ტროლები არ ერიდებიან უმცირესობების წარმომადგენელთა პირად შეურაცხყოფასაც და აქტიურად იმეორებენ მოსარზებას, რომ ამგვარი უმცირესობების არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას წარნოადგენს. სწორედ ეს გამოვლინდა ბოლო დროს პანკისის თემში მიმდანარე მოვლენების შეფასებისას- პროცესების მიმდინარეობისას ტროლები თითქმის უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ ქისტების დემონიზებას.
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ტროლები სხვა და სხვა თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ, გადავწყვიტე, გადამემოწმებინა ის ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურებოდა.
პრორუსი ტროლები
პრორუსი ტროლი, რომელსაც სახელად ხვიჩა მესხია აქვს მითითებული, აქტიურად აკრიტიკებს პროდასავლურ ხედვებს, ცდილობს რუსეთის მეგობრულ პოზიციაში ფეიბუქ მომხმარებლების დარწმუნებას. პროფილზე არ არის ატვირთული არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფრომაცია და არც ფოტო, რომლის მეშვეობითაც გავიგებთ, თუ სოციალურ ქსელში ამ ტროლის მეშვეობით ვინ ავრცელებს პრორუსულ ნარატივს. მას მოწონებული აქვს ისეთი გვერდები, როგორებიცაა "ალტ-ინფო" და „სახალხო ეროვნული მოძრაობა".




.
პრორუს ტროლს, სახელად გიორგი ნემსიწვერიძეს, პროფილზე ატვირთული იოსებ სტალინის, ჩრდ.კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის ფოტოები. ფეისბუქის ამ ანგარიშის მფლობელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ მას მეგობრებში ჰყავს სხვა ტროლები, მაგალითად: ვიტო დადიანი და Davit Gvaramadze. ეს ტროლი აქტიურად ავრცელებს პრორუსულ ნარატივს.
ამჟამად გაუქმებული-დავით გავარამაძე
აღნიშნულ ანგარიშს დავით გვარამაძე ერქვა. მთავარ ფოტოზე ატვირთული ჰქონდა ჯონ კენედის ფოტო, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რეალურად ვინ სარგებლობდა ამ ანგარიშით, ანგარიშის მფლობელი ვინაობის დამალვას ცდილობდა. მოწონებული ჰქონდა ისეთი გვერდები, როგორებიცაა „ქართული აზრი", „Antiliberal Channel 2" და „ალტერნატივა საქართველოსთვის". სოციალურ ქსელში აქტიურობდა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც რუსულ ნარატივს მოიცავს.




ულტრანაციონალისტი ტროლები
მოცემულ პროფილს არ აქვს გამოყენებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. მისი სახელისა და ატვირთული ფოტოების მეშვეობით, შეუძლებელია მომხმარებლის ვინაობის გარკვევა. გამოირჩევა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენით, მისი ნარატივი აგებულია ქსენოფობიურ და ულტრანაციონალისტურ ხედვებზე. მოწონებული აქვს ისეთი გვერდები, როგორებიცაა „ალტ-ინფო" და ეროვნული სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ეთობა".




მოცემულ პროფილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პროფილზე მხოლოდ ერთი ფოტოა ატვირთული. მისი აქტიურობა ძირითადად ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური მესიჯების გავრცელებას მოიცავს. მის მიერ მოწონებულ გვერდებს შორისაა გვერდი „ეროვნება-ქართველი" და „Antiliberal Channel 2
აღნიშნული პროფილი მფლობელის იდენტიფიცირების საშუალებას არცერთი ინფორმაცია არ გვაძლევს. მას არ აქვს ატვირთული რაიმე ისეთი ფოტო, რომლის საშალებითაც დავადგენთ, თუ ვის ეკუთვნის ეს პროფილი. ეს ტროლი საკმაოდ აქტიურად ავრცელებს ქსენოფობიურ განცხადებებს და იზიარებს ულტრანაციონალისტურ მიდგომებს.
აღნიშნულ ანგარიშს არ აქვს მითითებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, სახელად, ცნობილი ბრიტანელი ნაციონალისტის ოსვალდ მოსლი აქვს არჩეული. ატვირთული აქვს ოსვალდ მოსლის ფოტოები და სხვა ფოტოები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება. გამოირჩევა ულტრანაციონალისტური და ქსენოფობიური მესიჯების გავრცელებით. პროფილი შექმნილია 2017 წელს.




მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, ნანა რაფავა მიიჩნევს, რომ ტორლების იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მათი პროფილებისა და გავრცელებული ნარატივების ანალიზი.
ედო ჯავახიძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website